ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 17:08
ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
 

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები