საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაში იპოვეს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 18:07
საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაში იპოვეს

სა­ბერ­ძნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 32 წლის სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ციას AMBEBI.GE სალომეს ახ­ლო­ბელ­ებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, გო­გი­ნაშ­ვი­ლი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს და კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმას პა­სუ­ხობ­და, რომ სა­ლო­მე ჰქვია.

გო­გო­ნა ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნის თა­ო­ბა­ზე, ოჯახ­ში კი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­რე­კეს და სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. დე­დამ უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და­კარ­გუ­ლი შვი­ლი.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი პორტთან უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა. და­კარ­გულს უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ის რამ­დე­ნი­მე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს.
32 წლის გო­გი­ნაშ­ვილს ოჯა­ხი 4 დღე ეძებ­და. სად იმ­ყო­ფე­ბო­და ის ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ტეგები