დიმიტრი ცქიტიშვილი საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 18:21
დიმიტრი ცქიტიშვილი საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ნინო წილოსანთან ერთად, საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რუსული ოკუპაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვაქვს საფრანგეთის და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მაგრამ გვჭირდება, რომ ეს მხარდაჭერა იყოს მუდმივი და ოკუპაციასთან დაკავშირებულ ყველა შემთხვევაზე რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ თუ რა ფორმით შეძლებს სამომავლოდ საფრანგეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ერთობლივად იმ გამოწვევებს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება“,- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ტეგები