საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2019 19:33
საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფისა და საფრანგეთის სენატის საფრანგეთი-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის უკვე შემდგარი ვიზიტი საფრანგეთში და იმსჯელეს საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ვიზიტის თაობაზე.

ისაუბრეს იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არის დღეის მდგომარეობით. ესაა ეკონომიკური მიმართულებები, პირდაპირი რეისები, რომელიც სრულდება პარიზი-თბილისი, ნიცა-ქუთაისი, ქუთაისი -მარსელის მიმართულებით, აგრეთვე სხვა ეკონომიური შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ითქვა, რა მიმართულებით შეიძლება პარლამენტთაშორის მეგობრობის ჯგუფი უფრო გააქტიურდეს და მხარეებმა ერთმანეთს თავისი გამოცდილება გაუზიარონ სხვადასხვა საკითხებში.

„თავისთავად ცხადია საფრანგეთთან აქტიური ურთიერთობა არის საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროპული მიმართულების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერია“, -თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.

ტეგები