მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2019 12:13
მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს.

"დღევანდელი დღე განპირობებულია მზისა და მთვარის ერთობლივი მოქმედებით თითოეულ ჩვენგანზე.

გაუფრთხილდით მხედველობის ორგანოებს. საკვებ რაციონში შეიტანეთ თხილი, კაკალი და ბოსტნეული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ჩახლართულ სიტუაციებში გასარკვევად, დალაგებისთვის, დასუფთავებისთვის, საფინანსო, საბანკო ოპერაციებისთვის. სწავლისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, ვაჭრობისათვის.

ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, გამოცდების ჩასატარებლად, ახალი ნაცნობიბისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა" - აცხადებს ცაგარელი.