ტიმ ჰოვარდი ფეხბურთიდან მიდის
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2019 13:02
ტიმ ჰოვარდი ფეხბურთიდან მიდის

აშშ-ის საფეხბურთო ნაკრების, ბრიტანული „მანჩესტერის“ და „ევერტონის“ მეკარე ტიმ ჰოვარდი 29 სექტემბერს კარიერაში გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

40 წლის მეკარე ბოლოჯერ „კოლორადო რეპიდზის“ რიგებში „დალასის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

ამერიკელმა ფეხბურთელმა აშშ-ის ნაკრებში 121 მატჩი ითამაშა. მის ბალანსზეა სამი მსოფლიო ჩემპიონატი. (2006 წელი გერმანია, 2010 წელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და 2014 წელი ბრაზილია.)