რუსი რეჟისორი მარკ ზახაროვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2019 17:44
რუსი რეჟისორი მარკ ზახაროვი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი რეჟისორი, მოსკოვის თეატრ „ლენკომის“ ხელმძღვანელი მარკ ზახაროვი 85 წლისა გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, ზახაროვის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. მას ფილტვების ანთება ჰქონდა. რეჟისორს ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ზახაროვი „ლენკომს“ 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან 40 სპექტაკლი დადგა. მათ შორის „იუნონა და ავოსი“, „ფიგაროს ქორწინება“.

ზახაროვმა ასევე გადაიღო 7 ფილმი. მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარულია „12 სკამი“, „სწორედ ის მიუნჰაუზენი“ და „ჩვეულებრივი სასწაული“.