29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2019 23:45
29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დაეხმარეთ ნათესავებს საოჯახო საქმეების მოგვარებაში. გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.

კურო - როგორც წესი, გარშემო მყოფების ბედიერებაზე ზრუნავთ და ახლა ეცადეთ, საკუთარი თავი გააბედნიეროთ.

ტყუპი - დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით და გარშემო მყოფებსაც პოზიტივით აავსებთ.

კირჩხიბი - თუ რამის გაკეთებას, შესრულებას დაგავალებენ, ეცადეთ, ვადაში ჩაეტიოთ.

ლომი - დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში გარშემო მყოფებს დაეხმარეთ.

ქალწული - შეეხმიანეთ დიდი ხის უნახავ მეგობრებს და მადლობა მოახსენეთ ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მათ თქვენთვის გაუკეთებიათ.

სასწორი - ცვლილებების დღეა. თავდაპირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე მიხვდებით, რომ ღირდა. საღამო მხიარულად გაატარეთ.

მორიელი - თუ გავლენიანი ადამიანებისგან დახმარებას ელოდებით, უნდა დააინტერესოთ ისინი.

მშვილდოსანი - ყველაფერი, რაც ნერვებს გიშლით წარსულში დატოვეთ და დღეს ყველაფერი თავიდან, ხალისით დაიწყეთ.

თხის რქა - საშუალება მოგეცემათ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, სასიამოვნო საქმიანობაში ჩაერთოთ.

მერწყული - მოიწესრიგეთ პირადი ცხოვრება და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თევზები - გარშემო მყოფების შექებას, კომპლიმენტებს დაიმსახურებთ. იყავით სოციალურად აქტიური.