ჩინეთში ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2019 10:31
ჩინეთში ავარიას 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის აღმოსავლეთში, ძიანგსუს პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 36 კი - დაშავდა. 9 ადამიანის ჯანმღტელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა 28 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო ავტობუსმა გზის გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საპირისპირო გზაზე გადავიდა, რა დროსაც ის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის დაშვებამ გამოიწვია.

 

ტეგები