ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2019 13:52
ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

"ბევრჯერ დაგვიწერია შენზე, გიო...
ვუყვებოდით ჩვენს გულშემატკივრებს, როგორი გადამდებად კეთილი, პატრიოტი და ოპტიმისტი ხარ...
ძალიან, ძალიან გვიჭირს, რომ ახლა შენზე წარსულ დროში უნდა ვილაპარაკოთ და ვწეროთ...
როგორ გიყვარდა ატოცში ყოფნა, როგორ გვეჩხუბებოდი და გვებუზღუნებოდი, როცა შეგნებულად გიშლიდით და გარიდებდით დიდხანს სიარულს პატრულირებისას, ან როცა ატოცში არ წაგიყვანდით...
და აჰა, ისე მოხდა, რომ ატოცში აღესრულე კიდეც - ჩაძინებული, გამთენიისას, გულის ტკივილმა გაგაღვიძა, ბიჭები გააღვიძე, მაგრამ ყველაფერი წუთებში მოხდა: ვერც ექიმებმა მოგისწრეს, ბიჭებიც უძლური აღმოჩნდნენ...
გვაპატიე, გიო, ვერ გიშველეთ...
რა გაუძლებს უშენობას, ჩვენთვის ხომ პატრიოტიზმის, სიკეთის, თავდადების მაგალითი იყავი...
გიირგი დეკანოსიძე, მეგობრებო, ჩვენი გიორგი..
დაუჯერებელია, მაგრამ ასეა - აღარ არის...", - წერს ლაშა ბერულავა.

ტეგები