მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან - თამარ ჩერგოლეიშვილი
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2019 11:38
მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან, - ამის შესახებ „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით, დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა. სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს. მის გადასარჩენადაც ჯობდა, თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო. არადა, რა საწყენია, რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.