ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2019 13:16
ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებულ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან.

უკრაინულ “ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ კარნეგი ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე ასევე მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში “Little Big Shots”. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.