მანჩესტერში მობილური ტელეფონის გამოყენებისას მოსიარულეებს ცალკე ტროტუარი აქვთ (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2019 13:20

ინგლისში, მანჩესტერში ქუჩებში შეხვდებით სპეციალურად, მობილურის გამოყენებისას მოსეირნეთათვის განკუთვნილ ზოლს, რომლის მიზანიც მათი სხვებთან შეჯახებისგან დაცვაა.

ქუჩაში ამ ადგილს “ნელი ზოლი” და ასევე “მობილური ტელეფონის ზოლი” ჰქვია და და თუ მასზე მობილურში თავჩარგული გაივლით, სხვების გაღიზიანებას არ გამოიწვევთ.