ტომ კრუზი ზელენსკის მიწვევით კიევში ჩავიდა
ამობეჭდვა · 01 / 10 / 2019 14:23
ტომ კრუზი ზელენსკის მიწვევით კიევში ჩავიდა

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი ტომ კრუზი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით კიევში ჩავიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, ზელენსკი მსახიობს თავის ოფისში 30 სექტემბერს შეხვდა.

შეხვედრის დროს ტომ კრუზმა პრეზიდენტს უთხრა, რომ თავისი ახალი პროექტის გადასაღებად უკრაინის ლოკაციებით დაინტერესდა. თავის მხრივ კი ზელენსკიმ მსახიობს კინოში მუშაობის თავისი გამოცდილება გაუზიარა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ისაუბრა ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ფილმის გადაღების შემთხვევაში უცხოელი მწარმოებლები კომპენსაციას მიიღებენ. პრეზიდენტის თქმით, ეს კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.