აშშ-ის საელჩო: დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 11:04
აშშ-ის საელჩო: დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა

აშშ-ის საელჩო საქართველოში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.
დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს", - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები