თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 12:11
თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად კიდევ ექვს ოჯახს გადასცემს

ექვს ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდა, ისინი სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ექვს ოჯახსაც მინდა მივულოცო. მათგან ოთხი ცხოვრობს საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი - ღოღობერიძის N47- ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში. ამ პროექტს ჩვენ ვაგრძელებთ და დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ უნდა მიმართონ გამგეობებს და გამგეობები მზად არიან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტეგები