მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გუნდის მიზანი ერთია - თბილისი უნდა დაუახლოვდეს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტებს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 13:18
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გუნდის მიზანი ერთია - თბილისი უნდა დაუახლოვდეს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტებს

მიხეილ ყაველაშვილი ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებას აფასებს. მისი განცხადებით, ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება საზოგადოების დაკვეთაა და თბილისის მერიაც თანმიმდევრულად აგვარებს პრობლემებს და აწესრიგებს დედაქალაქს. ,,ჩვენი გუნდის მიზანი ერთია - თბილისი უნდა დაუახლოვდეს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტებს.

ამ მიზანს ემსახურება ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება.

ტაქსების რეფორმა დღეს არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ, რამდენიმეწლიან ჭრილში შეეძლება საზოგადოებას გამოიტანოს სწორი დასკვნა, რამდენად წარმატებული იყო ეს რეფორმა.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებულები ვართ ამ რეფორმის სისწორეში, თავიდან ყველა სიახლეს და რეფორმას, როგორც წესი თან ახლავს გარკვეული ემოციები, სპეკულაციები, ოპონენტების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში პოზიტიური შედეგებით მთელი საზოგადოება სარგებლობს“ ამბობს ყაველაშვილი.

ტეგები