ზაზა გაბუნია: ამ რეფორმის მიზანიც ეს არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 14:08
ზაზა გაბუნია: ამ რეფორმის მიზანიც ეს არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებას აფასებს.

მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს ძველი წესების შეცვლას. იმ წესების, რომელიც შესაძლოა იყოს არასრულფასოვანი, ხარვეზიანი და საჭიროებდეს გამართვას და მოწესრიგებას. ამ რეფორმის მიზანიც ეს არის, რომ ქალაქს ტაქსების ნაწილში ჰქონდეს ევროპული ქალაქების სტანდარტი და მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. მე მაქვს მოლოდინი, რომ რეფორმა ასეთ, დადებით შედეგებს მოიტანს, ამბობს ზაზა გაბუნია.

 

ტეგები