კახა კუჭავა: ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის დასუფთავებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 14:10
კახა კუჭავა: ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის დასუფთავებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას აფასებს.

,,მივესალმები მერის ახალი ინიციატივას, რომელიც გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის დასუფთავებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩვენს წინაშე და კომპანიებს თუ ინდმეწარმეებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც ძალიან დაბალია ასეთი სახის დარღვევისთვის, ოღონდ არ დაიცვან წესები. ის რაც სახიფათო ნარჩენია უნდა განთავსდეს ცალკე, შესაბამისი სტანდარტებით და არ დაზარალდეს არც ერთი მოქალაქე და ქალაქის მაცხოვრებელი. ამისთვის აუცილებელია როგორც ჯარიმების გონივრულ ნიშნულამდე გაზრდა, აგრეთვე შესაბამისი პირობების შექმნა სახიფათო ნარჩენების შენახვა/განთავსებისთვის. მე იმედი მაქვს, სხვა ქალაქებიც გაითვალისწინებენ ამ მაგალითს“, - ამბობს კახა კუჭავა.

 

ტეგები