ილია წულაია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღებთ მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 14:13
ილია წულაია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღებთ მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას

დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი მერიის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის რეგულაციების დაწესებას აფასებს. ილია წულაია აცხადებს, რომ თბილისი უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ქალაქი.

,,ეს პირველ რიგში თბილისელების სურვილია, ამიტომ მხოლოდ მისასალმებელია, რომ დედაქალაქის მთავრობა ეტაპობრივად ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში. ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ცხადია, ყველა რეფორმას ახლავს სირთულეები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ამას თან ერთვის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც საზოგადოებაში იწვევს გაუგებრობას. თუმცა, საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჩვენ მივიღებთ მოწესრიგებულ და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას. წარმატებას ვუსურვებ მერიას ამ საქმეში“, - ამბობს ილია წულაია.

 

ტეგები