რატი იონათამიშვილი: სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა არის ეპიდემიის წყარო, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს უქმნის საფრთხეს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 14:22
რატი იონათამიშვილი: სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა არის ეპიდემიის წყარო, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს უქმნის საფრთხეს

პარლამენტის წევრი სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას აფასებს.

,,ჩვენი ვალია, ისე უზრუნველვყოთ ნარჩენების მართვა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების საფრთხეები. შესაბამისი გარანტიების შექმნა კი შეუძლებელია აღსრულების ეფექტური მექანიზმებისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გარეშე. ამიტომ მივესალმები თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც პრობლემის განსაზღვრასთან ერთად შესაბამის სამსახურებზე კონკრეტული დავალებებიც გასცა. აქვე აღვნიშნავ, რომ სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არევა არის ეპიდემიის წყარო, კანონის დარღვევა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ, კარგად გვესმოდეს, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ტეგები