მამუკა მდინარაძე: ინიციატივას პარლამენტი ბუნებრივია მხარდაჭერას გამოუცხადებს გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ნარჩენები ნამდვილად უქმნის მომეტებულ საფრთხეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 15:14
მამუკა მდინარაძე: ინიციატივას პარლამენტი ბუნებრივია მხარდაჭერას გამოუცხადებს გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ნარჩენები ნამდვილად უქმნის მომეტებულ საფრთხეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას აფასებს.

,,მკაცრი, სამართლიანი და შეიძლება ითქვას მზრუნველობითია კახი კალაძის ინიციატივა სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებული ჯარიმების გამკაცრებაზე.

ამ ინიციატივას პარლამენტი ბუნებრივია მხარდაჭერას გამოუცხადებს გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ნარჩენები ნამდვილად უქმნის მომეტებულ საფრთხეს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრირებაც ამ რეგულაციის შესაბამისი იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ კახის განცხადებაში დავალებაც იყო მიცემული შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ ადმინისტრირებაც მნიშვნელოვნად გამკაცრდეს.

ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის და თბილისში გარემოს გაუმჯობესებისაკენ“ აცხადებს მამუკა მდინარაძე.


 

ტეგები