მარიამ ჯაში: რეკომენდაციების იმპლემენტაციის მონიტორინგის დინამიკა ძალიან ოპტიმისტურია
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 18:50
მარიამ ჯაში: რეკომენდაციების იმპლემენტაციის მონიტორინგის დინამიკა ძალიან ოპტიმისტურია

რთულია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის ძირითადი აქცენტების შეჯამება, მაგრამ ისეთ კომპლექსურ საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დინამიკა და არა ყველა არსებული ხარვეზის ან სამომავლო შესაძლებლობების ხაზგასმა, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ.



მარიამ ჯაშის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეფასებები.



„დელოიტის შეფასება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. დასაფასებელია მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მიერ მათი პროგრამების აუდიტორად თქვენი სამსახურის აღიარება. რეკომენდაციების იმპლემენტაციის მონიტორინგის დინამიკაც არის ძალიან ოპტიმისტური“, - მიმართა საქართველოს გენერალური აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს მარიამ ჯაშმა.








 

ტეგები