მიხეილ სააკაშვილი: შოთა ჭიჭიაშვილი აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 20:03
მიხეილ სააკაშვილი: შოთა ჭიჭიაშვილი აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილი მისი  გარემოცვის წევრებზე აგროვებდა ინფორმაციას. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.
ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.
ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა", - წერს სააკაშვილი.

ტეგები