"რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ და იქ ვერ გწერთ პასუხს, აქ გაგცემთ" - მარი ნაკანი ნიკა გვარამიას მიმართავს
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 20:13
"რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ და იქ ვერ გწერთ პასუხს, აქ გაგცემთ" - მარი ნაკანი ნიკა გვარამიას მიმართავს

ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს:
 

"ბატონო ნიკა რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ და იქ ვერ გწერთ პასუხს, აქ გაგცემთ 

რაო გუჩიმ,მოგიხადათ უკვე ბოდიში თავისი უნიჭო ქასთინგის გამო?
მართლა როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ ? ყოვლად დაუშვებელია მსოფლიო პოდიუმზე გამოიყვანო ასეთი უშინაარსო და უშნო გოგო რაა , ბოლოსდაბოლოს
ჯერ ხომ თქვენთვის უნდა ეკითხა!
ის კი არა პედრო ალმადოვარიც უნდა დავაყენოთ კუთხეში, რანაირ ქალებს ირჩევს რა წესია?
მოდით ოფიციალური წერილი მივწეროთ მსოფლიოში სულ ყველაა სააგენტოს რომ ნიკა გვარამიას გარეშე არცერთი ქალი აღარ აღიარონ.
მერე რა რომ ყველას თავისებური ხედვა აქვს, მერე რა რო მხატვარს აქვს უფლება დახატოს ის ვინც უნდა.მთავარია ნიკა გვარამია რას იფიქრებს ! ის ხომ დიდი ექსპერტია", - წერს მარი ნაკანი.