"აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო" - "შინდისის გმირები" მუსიკალურად გია ყანჩელმა გააფორმა
ამობეჭდვა · 02 / 10 / 2019 23:06
"აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებო" - "შინდისის გმირები" მუსიკალურად გია ყანჩელმა გააფორმა

რეჟისორი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მასთან შეხვედრას იხსენებს:

"როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "შინდისის გმირების" მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა: - მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: - ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. სრულეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, "შინდისის გმირების" პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ", - წერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი.

ტეგები