ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2019 11:34
ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს

უცნობმა ადამიანებმა ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. ეს 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა.

ბოროტმოქმედებმა განდის ფოტოს გაუკეთეს წარწერა „მოღალატე“.

როგორც BBC აღნიშნავს, უმეტესობა ინდოელი განდის აღიქვამს, როგორც „ერის მამას“, მაგრამ მას კრიტიკოსებიც ჰყავს, ძირითადად ისინი, ვინც განდის მუსლიმების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

მაჰათმა განდი 1948 წლის იანვარში მოკლეს, რის შემდეგაც მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, ფერფლი კი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ფერფლის ნაწილი მადჰა პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა.