
უკრაინის ქალაქ ლვოვის აეროპორტში ავარიული დაშვების დროს სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით , შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, კიდევ ორი ადამიანის ბედი კი უცნობია.
უწყების ცნობით, Ан-12-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და ტვირთის ერთი გამყოლი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 07:10 საათზე გაქრა, 19 წუთში კი ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა რადიოს საშუალებით ავარიული დაშვების შესახებ აცნობა. 07:46 საათზე თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში აღმოაჩინეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა თვითმფრინავს საწვავის მარაგი ამოეწურა. სატვირთო თვითმფრინავი ესპანეთის ქალაქ ვიგოდან სტამბოლში მიფრინავდა, ლვოვში კი საწვავის მარაგი უნდა შეევსო.
USD | 2.8896 |
EUR | 3.2028 |
GBP | 3.8004 |
TRY | 0.4975 |