დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
ამობეჭდვა · 04 / 10 / 2019 23:44
დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

პრეზენტაცია სოციალური კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად გამართა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში 2018 წლიდან დღემდე 176 ღონისძიება ჩატარდა.

დედაქალაქის მერმა სოციალური კაფეს დამფუძნებლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა.

„რამდენად მნიშვნელოვანია მზიური ჩვენი ქალაქისთვის, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის. მზიურში არის ადგილები, რომლებმაც ამ პარკს დამატებით სიცოცხლე შესძინა. სოციალური კაფე „მზიურის" დამფუძნებელ ანა გოგუაძეს, მის თანამშრომლებთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო. ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, მოვიდნენ პარკში და ლამაზ კაფეში დაისვენონ. მიხარია თუ როგორ ზრუნავენ ეს ადმიანები ამ გარემოს მოწესრიგებასა და განვითარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.