ნოდარ მელაძე პროკურატურაში იმყოფება
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 12:52
ნოდარ მელაძე პროკურატურაში იმყოფება

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე პროკურატურამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში დაბარებას მის ამჟამინდელ საქმიანობას, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობას უკავშირებს. მელაძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

ნოდარ მელაძის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლების დაბარება უკავშირდებოდეს ნიკა გვარამიასთვის ბრალის დამძიმებასაც.

ნოდარ მელაძის დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ამავე საქმეზე გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილიც გამოიკითხნენ.

ტეგები