საპროტესტო აქციებზე ერაყში 73 ადამიანი დაიღუპა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 13:00
საპროტესტო აქციებზე ერაყში 73 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 73 ადამიანი დაიღუპა, 3 ათასი კი დაშავდა.

ერაყში სახალხო აქცია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, 1-ელი ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები ქვეყანაში კორუფციისა და უმუშევრობის ზრდას აპროტესტებენ. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ და ღიად მოხდეს მომიტინგეების დაღუპვის საქმის გამოძიება.

ტეგები