ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ს სერტიფიკატი გადასცა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 13:33
ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ს სერტიფიკატი გადასცა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა სერტიფიკატი მასზედ რომ, „მათ წარმატებით მოისმინეს „გირჩის“ ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ“.

საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება, რასთან დაკავშირებითაც „გირჩის“ 7 წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქმის მასალების გასაცნობად პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. „გირჩის“ წევრების თქმით, გამოძიებამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი წლის განმავლობაში მათზე ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, თუმცა კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში „გირჩს“ უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაც არ დაგრჩეს თავში. ეს გადავწყვტეთ აღგვენიშნა და ამიტომაც მოვიტანეთ სერტიფიკატი“, - აცხადებს ჯაფარიძე.

სუს-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა სერტიფიკატი არ ჩაიბარა, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძემ ის ქუჩაში დატოვა.

imedinews.ge

ტეგები