დედაქალაქის მერი ხარკოვის დელეგაციას, ბიშკეკისა და ერევნის მერებს შეხვდა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 15:22
დედაქალაქის მერი ხარკოვის დელეგაციას, ბიშკეკისა და ერევნის მერებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიშკეკის მერს, აზიზ სურაკმატოვს, ერევნის მერს, აიკ მარუთიანს და ხარკოვის დელეგაციას შეხვდა.

სტუმრებმა მერს "თბილისობის" დღესასწაული მიულოცეს და თავიანთ დედაქალაქებში მიიწვიეს. თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა კოლეგები "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

„წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისის სხვადასხვა რაიონში. ეპიცენტრი კი ტრადიციულად ძველი თბილისი - რიყე, ლეღვთახევი, ევროპის და ორბელიანის მოედნებია. პროგრამა ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის თბილისის სტუმრებისთვისაც არის გათვალისწინებული და ძალიან კარგად აცნობს მათ თბილისურ ტრადიციებს“,-
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შეხვედრებზე საუბარი თბილისსა და აღნიშნულ ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სფეროებში
თანამშრომლობას შეეხო. ასევე, განიხილეს სატრანსპორტო სფეროში არსებული
გამოწვევები.

ტეგები