ნოდარ მელაძე: მიმდინარე პროცესების მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 15:42
ნოდარ მელაძე: მიმდინარე პროცესების მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა

მიმდინარე პროცესების მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, იღებდა თუ არა ის პრემიებს. 

ჟურნალისტის ინფორმაციით, მას საგამოძიებო უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

„ საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე – იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახდენდა არხისთვის.

დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება – ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, „მთავარი არხის“ მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის“ მაუწყებლობას. „მთავარი“ კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი. შოკისმომგვრელი ხომ იყო სრულიად საქართველოსთვის სამ კვირაში ის რეიტინგები, რაც „მთავარმა“ დადო. კიდევ უფრო წინ გავალთ. დღევანდელი საინფორმაციო სივრცის დღის წესრიგს ხომ ქმნის „მთავარი“ და ჩვენი მომზადებული რეპორტაჟები ხდება დღის მთავარი თემები, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ტეგები