სალომე ზურაბიშვილი: შეგიძლიათ, მომკლათ, შეწყალებაზე კომენტარს არ გავაკეთებ
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 18:41
სალომე ზურაბიშვილი: შეგიძლიათ, მომკლათ, შეწყალებაზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს კომენტარს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო პედოფილიის გამო მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა.

„შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრში გამოჩნდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა.

1tv.ge

ტეგები