6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 05 / 10 / 2019 21:27
6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო მყოფებს თავს დაამახსოვრებთ, თუ მათთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებთ. მათი გაბედნიერებით თქვენც გაიხარებთ.

კურო - დღეს დასვენებას, ქალაქგარეთ გასეირნებას დაუთმეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი - საკუთარი ცოდნითა და კეთილგანწყობით გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ პოზიტიურად განაწყობთ.

კირჩხიბი - ახალი პროექტების, ახალი ნაცნობობის, ახალი საინტერესო მოვლენების დღე გელით.

ლომი - პოზიტიურ ცვლილებებს გელით სხვადასხვა სფეროში. საღამოს მცირე გაურკვევლობები იჩენს თავს.

ქალწული - სიახლეები კარგია, მაგრამ გირჩევთ, უპირატესობა უკვე კარგად ნაცნობს მიანიჭოთ. ზოგიერთი ანტიკვარული ნივთების შეძენას გადაწყვეტს.

სასწორი - მხიარულებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების დღეა. საჩუქრები და სიურპრიზები გელით.

მორიელი - იყავით მეტად მიზანმიმართული და გამარჯვებაზე ორიენტირებული. დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას.

მშვილდოსანი - მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ მხიარული გასეირნება. დღეს მიხვდებით, რომ ახლობლებს ენატრებით.

თხის რქა - გაანალიზეთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, დაიხმარეთ კომპეტენტური პირები. ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ.

მერწყული - დააკვირდით წვრილმანებს, ცვლილებებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში, საკუთარი მოუგვარებელი დაგრჩებათ.

თევზები - საინტერესო და რომანტიკული ნაცნობობის დღეა. შეეხმიანეთ მონატრებულ მეგობრებს.

ტეგები