გურამ მაჭარაშვილი თამარ ზამბახიძეს: მიგიღიათ თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი იმდენად არ იყო, რამდენადაც იყო სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება?
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 12:22
გურამ მაჭარაშვილი თამარ ზამბახიძეს: მიგიღიათ თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი იმდენად არ იყო, რამდენადაც იყო სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება?

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი - თამარ ზამბახიძეს - მიგიღიათ თუ არა გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი იმდენად არ იყო, რამდენადაც იყო სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება?

რამ განაპირობა თქვენი ასეთი გადაწყვეტილება, რამ გიბიძგათ ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისაკენ, რომ იყოთ კანდიდატი ამ ეტაპზე და მომავალში, მხარდაჭერის შემთხვევაში მოსამართლე, მაშინ როდესაც საკმაოდ კარგი კარიერა გაქვთ გავლილი, დღესაც ნორმალური პოზიცია გიკავიათ?

პასუხის მიღების შემდეგ გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა თუ ჰქონია კანდიდატს თავის პრაქტიკაში შემთხვევა როდესაც მისი გადაწყვეტილება გაუქმებულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმის გამო, რომ იქ არ იყო გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა? –„ან საერთოდ როგორ უყურებთ ამას მაშინ, როდესაც მოსამართლე, ნამდვილად შინაგანად თავისუფალია, გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს შინაგანი რწმენის საფუძველზე და არსებობს მეორეს მხრივ უზენაესი სასამრთლოს პრაქტიკა, რომელიც წინააღმდეგობაში, შეიძლება შინაგან კონფლიქტში მოდიოდეს მოსამართლის გადაწყვეტილებასთან . თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და ზოგადად როგორ უყურებთ ამ საკითხს, რამდენად სწორია, საერთოდ ეს უნდა განვითარდეს? იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ამბიცია იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ანუ თქვენ ხართ თუ არა ამ პრაქტიკის გაგრძელების მომხრე, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სავალდებულო ხასიათს ატარებს მოსამართლეებისთვის?“.

გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა მიუღია თუ არა თამარ ზამბახიძეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩაუთვლია, რომ სამართლიანი იმდენად არ იყო, რამდენადაც იყო სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება? მან იქვე განმარტა თავისი კითხვის არსი, -„როგორც ვამჩნევ, თქვენ ემხრობით, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა უნდა იყოს დომინანტი ქართულ მართლმსაჯულებაში. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლემ, მით უფრო უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც არ არის პირველი ან მეორე ინსტანციის მოსამართლე, თუ შექმნა ისეთი პრაქტიკა, რომ სამართლებრივი და სამართლიანი გადაწყვეტილება ერთმანეთში გააიგივა და მისი განცდა იყო ის, რომ შეიძლება მთლიანობაში ნორმათა ერთობლიობით, (ეს იქნება სისხლის სამართალი თუ სამოქალაქო სამართალი) ვერ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, თქვენ როგორ თვლით, გადაწყვეტილება ერთნაირად უნდა იყოს სამართლიანი და სამართლებრივი და ცალკე ამას ვერ განიხილავთ?“

 

ტეგები