აშშ-ის 95 წლის ექსპრეზიდენტი უსახლკაროებისთვის სახლს საკუთარი ხელით აშენებს
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 12:53
აშშ-ის 95 წლის ექსპრეზიდენტი უსახლკაროებისთვის სახლს საკუთარი ხელით აშენებს

აშშ-ის 95 წლის ექსპრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, რომელმაც მშენებლობაზე დაზიანება მიიღო, მიუსაფარი ადამიანებისთვის სახლის მშენებლობას კვლავ აგრძელებს.

როგორც NBC News-ის ვიდეოში ჩანს, კარტერი დაზიანების მიღების მეორე დღეს, კვლავ ფიზიკურ მუშაობას აგრძელებს. მას სახეზე სახვევი ადევს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჰუმანიტარულ პროექტში ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, მოხალისედ აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, როსალინ კარტერიც მონაწილეობს.

ჯიმი კარტერი აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის პოსტს 1977-1981 წლებში იკავებდა.

ტეგები