ნინო გოგუაძე - „ყველა ამბობს, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ყველანაირი ჩარევის გარეშე, იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს სხვა სისტემაზე ვსაუბრობთ“
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 13:14
ნინო გოგუაძე - „ყველა ამბობს, რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ყველანაირი ჩარევის გარეშე, იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს სხვა სისტემაზე ვსაუბრობთ“

14 წელი სასამართლოს სისტემაში ხართ, რა ცვლილებებს ხედავთ ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორ გამოცადეთ ცვლილებები რაც ხდება სასამართლო სისტემაში, თქვენი როლი უფრო მაინტერესებს ვიდრე ზოგადად სასამართლო სისტემა“, - ნინო გოგუაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს.

„ყველა კანდიდატი რომელიც დღემდე პარლამენტში მოვისმინეთ, ამბობს რომ დამოუკიდებლობის ხარისხი მოსამართლეების გაზრდილია, თუმცა არავინ არ ამბობს როგორ გაიზარდა ეს ხარისხი, ყველა ამბობს რომ ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ყველანაირი ჩარევის გარეშე, იქმნება შთაბეჭდილება რომ თითქოს სხვა სისტემაზე ვსაუბრობთ“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

„იუსტიციის საბჭოს ზეპირი მოსმენების დროს და პარლამენტშიც იყო ესეთი შეკითხვა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით „როგორ მიგაჩნიათ არის ის გამორჩეული ლიდერი“? ეხლა მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ რატომ სვამენ ამ შეკითხვას? თქვენ თვითონ თუ მიგაჩნიათ თქვენი თავი ლიდერად“?- ამ შეკითხვებით მიმართა ნინო გოგუაძემ თამარ ზამბახიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
 

ტეგები