ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატები ცნობილია
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 14:16
ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატები ცნობილია

2019 წელს ფიზიკის დარგში ნობელის ლაურეატები ჯეიმს პიბლსი, მიშელ მეიორი და დიდიე კელო გახდნენ. მეცნიერები პრესტიჟულ ჯილდოს ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში მუშაომის გამო მიიღებენ.

დაჯილდოების ცერემონიალი სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს შვედი ნოვატორის ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება. წელს ჯილდოს ოდენობა თითოეული ლაურეატისთვის 9 მილიონ შვედურ კრონს ($900,0000) შეადგენს.
 

ტეგები