ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 15:59
ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმის პროკურორების განცხადებით ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ამასთან, ჯიქურის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ლევან ჯიქური ორ ადამიანთან ერთად 17 ივლისს ძალადობის მუხლით დააკავეს.

 

ტეგები