9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2019 22:37
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სასიამოვნო შთაბეჭდილებების დღე გელით. ოჯახის წევრები მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებენ. დააფასეთ ის პოზიტივი, რაც თქვენს ცხოვრებაშია.

კურო - ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებენ ყურადღებას და თქვენც ნერვებს გიშლიან. ეჭვები მხოლოდ საიმედო ადამიანებს გაუმხილეთ.

ტყუპი - მეგობრებს და გარშემო მყოფებს ცოტა უნდა დაუთმოთ. თუ ხვდებით, რომ დღეს განწყობაზე არ ხართ, მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დღისთვის გადადეთ, როცა უკეთეს განწყობაზე იქნებით.

კირჩხიბი - იყავით მეტად აქტიური და პოზიტიური. ნუ განმარტოვდებით. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული რამდენიმე წუთიც კი გაგაბედნიერებთ.

ლომი - წარმატებული დღე გელით; სასიხარულო ამბებს გაიგებთ და საყვარელ ადამიანებსაც შეხვდებით. ზოგიერთს ახალი რომანის დაწყება და პოზიტიური სიახლეები ელის პირად ცხოვრებაში.

ქალწული - სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც გექნებათ შესასრულებელი. გადახედეთ პრიორიტეტებს და მეგობრებთან შეხვედრის გამო სწავლასა და მუშაობაზე უარს ნუ იტყვით.

სასწორი - გადახედეთ გარემოცვას, ზოგთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება, ზოგსაც დაემშვიდობეთ. მომავალში ახალ მეგობრებს გაიჩენთ. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი ადამიანის გამო ბევრთან გაიფუჭოთ დამოკიდებულება.

მორიელი -
თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენების გამო მოიმატებს სტრესი. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ უსიამოვნები. გაფრთხილდით, ფული ქარს არ გაატანოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, მათ გული გადაუშალეთ.

მშვილდოსანი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მაქსიმალური თავდაჭერილობა გამოიჩინეთ. თუ ვინმე საქმეს კარგად გაართმევს თავს კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოახმარეთ გარშემო მყოფების კეთილდღეობას მით უკეთესია თქვენთვის.

თხის რქა - ნუ გგონიათ, რომ სურვილებს ვერ აიხდენთ და წარმატებას ვერ მიაღწევთ. მეტად მიზანმიმართული უნდა იყოთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკასა და "კბენებს".

მერწყული - ცვლილებების დღეა. დღეს მოვლენებს, ადამიანებს და საქმეებს სხვაგვარად შეხედავთ. წარმატება გელით დღეს დაწყებულ პროექტებში.

თევზები - ნაცნობები კი დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს. საერთოდ არ გაქვთ მოსაწყენი ცხოვრება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ გარშემო უამრავი სიანტერესო რამ ხდება.

ტეგები