პროტესტის შედეგად მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 11:47
პროტესტის შედეგად მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუშვეს. მას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმა სურს.

"ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. 

მას პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას თავიდან არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით შეუშვეს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.