შალვა თადუმაძის თქმით, მან არ იცის ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 14:27
შალვა თადუმაძის თქმით, მან არ იცის ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს, რომელსაც პარლამეტში უსმენენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა - "არ ვიცი".

აღნიშნული კითხვა რომან გოცირიძემ სხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზებიდან წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.

"ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. "დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა?", - მიმართა გოცირიძემ თადუმაძეს.

აღნიშნულ კითხვაზე შალვა თადუმაძემ უპასუხა - "არ ვიცი".