ვის ეკუთვნის აბასთუმნის ცაზე ავიამიმოსვლის შეზღუდვის ინიციატივა?
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 16:01
ვის ეკუთვნის აბასთუმნის ცაზე ავიამიმოსვლის შეზღუდვის ინიციატივა?

აბასთუმნის ცაზე ავიატრასების მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს. შედეგად საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული ავიატრასებით სარგებლობენ, ახალ მიმართულებაზე გადაწყობა მოუწევთ, თუმცა მანამდე მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება გახდება საჭირო, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში.

გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, BM.GE "საქაერონავიგაციას" და "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით ამ უწყებებში კომენტარს არ აკეთებენ.

გავარკვიეთ, რომ ინიციატივა ავიატრასების გადატანის შესახებ ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის წლების წინ დაყენებულ მოთხოვნას ახლა გამოეხმაურა.

 

 

იხილეთ ვრცლად