ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 17:52
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის, 10 ოქტომბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9633 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9683 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0050-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2543 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2625 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0082-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6194 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6270 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0076-ით გამყარდა.