მონტენეგროში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს
ამობეჭდვა · 09 / 10 / 2019 19:37
მონტენეგროში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა.      

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

არჩილ თალაკვაძე და მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე  გამოითქვა მონტენეგროს სურვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე.