რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? - გოგა გულორდავა ზაზა თავაძეს
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 12:43
 რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? - გოგა გულორდავა ზაზა თავაძეს

უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს, რომელიც 2008-10 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და მისი საკურატორო სფერო იყო ეკონომიკური დეპარტამენტი, სმენია თუ არა შავი ბუღალტერიის არსებობის შესახებ, სადაც ხდებოდა სხვადასხვა არალეგალური თანხების აკუმულირება. –„არაფერი გსმენიათ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების ანგარიშების შესახებ, სადაც არაერთის არის მოხვედრილი ასეთი ფაქტები, რომ მაშინდელი იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში ადა ა.შ. არსებობდა გარკვეული შავი ბუღალტერია, შავი ანგარიშები, სადაც ხდებოდა სხვადასხვა არალეგალური თანხების აკუმულირება?“.



დეპუტატმა კანდიდატს განუმარტა, კონკრეტულად რაზე მიუთითებდა -„თქვენ ახსენეთ საპროცესო შეთანხმებები. ამაზე არის საუბარი, რომ ხშირად საპროცესო გარიგებით მიღებული თანხები არ ხვდებოდა მიზნობრივად საბიუჯეტო ანგარიშებზე და ხვდებოდა სხავადსხვა ანგარიშებზე. ამაზე მრავალი საქმეც არსებობს და დღევანდელი მდგომარეობითაც მიდის გამოძიება პროკურატურაში, რომ გამქრალია საერთოდ ის ანგარიშები. საპროცესო გარიგების შემთხვევაში ანგარიშზე თანხის შეტანისას ეთითებოდა საქმის ნომერი და ბრალდებულის ვინაობა, ეს ყველა საბანკო ამონაწერში ჩვეულებრივად გამოჩნდებოდა, რომ თქვენს ანგარიშზე იყო შემოსული თანხა“.



გოგა გულორდავა დაინტერესდა, კანდიდატის აზრით რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მან თავადვე განმარტა, რომ ახალი კანონმდებლობით განსაზღვრულია კიდევ ერთ კრიტერიუმი - კეთილსინდისიერება, რაც კანონმდებლობაში შემთხვევით არ ჩაწერილა. -„ამ პრინციპიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის ირგვლივ არ უნდა რჩებოდეს გარკვეული კითხვის ნიშნები, ეს კითხვის ნიშნები სხვადასხვა ჯგუფების თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ წამოწეულია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მე მინდა თქვენ ამაზე ისაუბროთ, ეს არის თქვენს ქონებრივ დეკლარაციასთნ დაკავშირებული საკითხი და იმ ბინის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც თქვენ სიმბოლურ ფასად გადმოგეცათ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და გთხოვთ ამ კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად გასცეთ პასუხი. ისე, რომ საზოგადოებაში აღარ დავტოვოთ კითხვის ნიშნები“.