თამთა თოდაძის ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა - ილია ჯისკარიანის ადვოკატი
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 13:53
თამთა თოდაძის ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა - ილია ჯისკარიანის ადვოკატი

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ თამთა თოდაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის შესახებ კუბლაშვილმა "ნიუ ჰოსპიტალში" უთხრა ჟურნალისტებს, სადაც ჯიშკარიანი მკურნალობს.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მოწმეთა წრის გაფართოებაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მას უკავშირდებიან უცნობი მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში ჩვენებების მისაცემად მზად არიან. კუბლაშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი, საქმის წარმოებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება და ერთადერთი მოთხოვნა, რაც დაცვის მხარეს აქვს, სასამართლო და საგამოძიებო პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობაა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ჯერჯერობით, პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავს.