ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა
ამობეჭდვა · 10 / 10 / 2019 18:01
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ახალადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო მთავრობის წევრთა გადადგომის თაობაზე კოლექტიური განცხადება მიიღო.

„აფხაზეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ შესახებ დე ფაქტო კანონის მე–11 და მე–12 მუხლების თანახმად, დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრები ახალადარჩეული „პრეზიდენტის“ წინაშე უფლებამოსილებას იხსნიან. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის წევრები ახალი“ მთავრობის“ ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.